იპოვე რაც გაინტერესებს:

06 April 2011

მენატრები ;(

მენატრები უზომოდ და ყველაზე მტკივნეული მონატრებით.... შენს ათასობით შვილს შორის ალბათ ყველაზე მეტად.  ჩემი მიწიერი ღმერთი...  ჩემი დიდი იმედი და მისაბაძი მაგალითი... ადამიანი, რომელსაც ყველაზე თბილი თვალები ჰქონდა, ყველაზე კეთილი გული...ახლაც ვტირი.. უშენოდ უკვე რამდენიმე თვეა გასული და ჯერაც არ მჯერა რომ აღარ ხარ ჩვენთან...  არ ვიცი როდის შევძლებ ცრემლების გარეშე გაგიხსენო... ვეღარ ვწერ.. უშენოდ ისე მარტო ვარ ამქვეყნად.. გესმის ჩემი? ;( მე შენ მიყვარხარ ;(

26 March 2011

2023 წლის დღიურები

25.03.2020

                  უკვე თვითმფრინავში ვართ. ემი ძლივს ისვენებს ადგილზე.  პატარა ცხვირუკას ყველგან ყოფს და მგზავრებს აცინებს:
 ''-დედიკო, ჩვენ ხომ დიდ თოლიაში ვზივართ?''
''-მამიკო, ამ თოლიამ ცურვა იცის?''

07 March 2011

შენდობის დღეს...






                  შენდობის დღეს უნდა ითხოვო პატიება და აპატიო სხვებსაც..
  არ ვაპირებდი ამ  არალიტერატურული პოსტის დაწერას, თუმცა ....
                როცა აცნობიერებ, რომ სისულელეს აკეთებ და მაინც აკეთებ, მგონი ღირს....
                ჰოდა, ახლა დასჯილი ბავშვივით ვწერ, გაბუტული საკუთარ თავზე.....
                  ბავშობაში არასდროს დაგიწერიათ პირობა, რომ ''აღარ....'' მოიტყუები, გააბრაზებ ვინმეს, გატეხავ რამეს, სცემ შენზე სუსტ ბავშვს, იტყვი ცუდ სიტყვებს, ისწავლი უკეთესად....და ასე შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ''თანახმა ხარ...''  გაგიჩუქონ სათამაშოები, აღარ წაგიყვანონ კინოში, დაგაყენონ კუთხეში, ჩაგაბარონ ''პრიუტში''.... ეს ბოლო ყველაზე შემაძრწუნებელი მუქარა ბავშვებისთვის... :D

05 March 2011

ბლოგები

                მე, ახალბედა ბლოგის მწერალი, გამოცდილების ბლოგებს გავეცანი.                            
                დასკვნა კი ასეთია: თურმე იმისთვის რომ ბლოგზე წერო და შეავსო,  უნდა მოყვე ყველაფერი რაც გადაგხდენია და არ გადაგხდენია, დაწყებული იმით ბოდიში და როგორ დაცალე ნაწლავები და დამთავრებული იმით როგორ მისწვდა ამის ხმა მეზობელს და შემდეგ როგორ მოისმინე მისი არცთუ ზრდილობიანი შეფასება შენი გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემების შესახებ.

04 March 2011

წერილი თოვლის ბაბუას

             

''გამარჯობა, თოვლის ბაბუა,...'' – თოვლის ბაბუამ გაკვირვებით აზიდა წარბები და კიდევ ერთხელ დახედა თარიღს. არა ნამდვილად არ ეშლება, წერილი ძველი არაა, არც  სათვალე უკეთია თავზე, მოწითალო მრგვალ ხვირზე წამოსკუპებული სქელშუშიანი სათვალიდან ზუსტად ეს თარიღი იკითხება: 4.03.2011.

შობა–ახალი წელი გასული იყო და

17 December 2010

მისაბაძი ხალხი თუ...?




              ჯერ ნახეთ ეს.... მერე ჩემი ''ზოგადსაკაცობრიო'' კითხვა: რა ქნას ასეთმა ხალხმა? ანუ ვისაც უნდა, ცდილობს და არ გამოსდის... ნაცნობი პრობლემაა და სწორედ ამიტომ ასე აქტუალური...... :D