იპოვე რაც გაინტერესებს:

17 December 2010

მისაბაძი ხალხი თუ...?




              ჯერ ნახეთ ეს.... მერე ჩემი ''ზოგადსაკაცობრიო'' კითხვა: რა ქნას ასეთმა ხალხმა? ანუ ვისაც უნდა, ცდილობს და არ გამოსდის... ნაცნობი პრობლემაა და სწორედ ამიტომ ასე აქტუალური...... :D

              ანუ რა ქნან? თავი დაანებონ და რაც გამოსდით ის აკეთონ და ''პური ჭამონ''?  თუ მაინც ეცადონ და სჯეროდეთ რომ 1 დღესაც გამოვა?
              ისე რატომღაც მჯერა რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი გამოვა რაც არ გამოდიოდა. ანუ ნიჭს ვუარყოფ? ანუ არაა საჭირო დაიბადო ბეთჰოვენად?
               უბრალოდ 20 წლის ასაკში უნდა გააცნობიერო რომ მუსიკა შენთვის ყველაფერია, გადადო ყველაფერი გვერდზე, შეისწავლო სიღრმისეულად უკვე რაც შექნილა, გაერკვე მუსიკაში და ამ ყველაფრის მერე გასაქანი მისცე ფანტაზიას.
              იჯდე მთვარიან ღამეს ტბის პირას სრულიად მარტო, და უყურებდე მთვარეს,  წყალში მისი ანარეკლის ცეკვას და შუქ–ჩრდილების თამაშს, გრძნობდე ღრუბლების მოძრაობის ჰარმონიას მთვარის გარშემო, ტბიდან დროდადრო მონაქროლი სიო ტანიდან გძარცვავდეს თეთრ გამჭვირვალე პერანგს და შენივე თმა გეფერებოდეს სახეზე.... ყურს უგდებდე ბუნებისა და შენი გულის ცემას....  იფიქრო.... იოცნებო.... გაშალო სულის ფრთები და ილივლივო ვარსკვლავებს შორის.... და მჯერა სწორედ ამ დროს დაიწერება ახალი ''მთვარის სონატა''.....
              არაა აუცილებელი იყო ბეთჰოვენი, და მოსაწყენ 4 კედელს შორის მყოფიც კი შენში გძნობდე ზემოთ ჩამოთვლილს.....
             მე მჯერა ამის..... ყველაფერ იმაზე მეტად, რაც ხელშესახები და რეალურია ამ ქვეყნად....
             როცა ამაზე ვფიქრობ იმას ვხვდები, რომ მაინც არ გამიბათილებია ნიჭის აუცილებლობა შედევრის შესაქმნელად..
             განა ნიჭი არაა, გაიგო საკუთარი სულის ხმა, გადადო ყველაფერი გვერდზე და გაყვე  მას.
              განა ნიჭი არაა, იჯდე ტბასთან და უსმინო ბუნების შექმნილ მუსიკას,  მერე უბრალოდ ჩაიწერო რასაც მოისმენ და სთხოვო პატიება რომ შედევრი მიითვისე...
           


              პოსტიდან გადავუხვიე, მაგრამ ამის თქმა მინდოდა, რომ ყველა ვისაც ვთვლით მუსიკაში უნიჭოდ, არაა უნიჭო.....
              არაა საჭირო მიუთითო რომ მას უბრალოდ არ ესმის მუსიკა.... არსებობენ გამონაკლისები.... ისინი, ვისაც ესმით პოტენციურად!

             
           

No comments:

Post a Comment