იპოვე რაც გაინტერესებს:

04 March 2011

წერილი თოვლის ბაბუას

             

''გამარჯობა, თოვლის ბაბუა,...'' – თოვლის ბაბუამ გაკვირვებით აზიდა წარბები და კიდევ ერთხელ დახედა თარიღს. არა ნამდვილად არ ეშლება, წერილი ძველი არაა, არც  სათვალე უკეთია თავზე, მოწითალო მრგვალ ხვირზე წამოსკუპებული სქელშუშიანი სათვალიდან ზუსტად ეს თარიღი იკითხება: 4.03.2011.

შობა–ახალი წელი გასული იყო და
საშინაოდ გამოწყობილი და წვერგაპარსული თოვლის ბაბუა კარგა ხანია სრულიად ჩვეულებრივ დღეებს ატარებდა ლაპლანდიაში. თოვლის ბებიაც ჩვეულებრივ თვლემდა ბუხართან საქსოვით, ერთი ეგაა ცეცხლი რომ მიინავლებოდა დროდადრო გამოუჩხრეკდა  საახალწლო წერილების კოცონს...
               თოვლის ბაბუამ ნიკაპზე ხელი ჩამოისვა და ისე გადმოიხედა სათვალის ზემოდან როგორც ახალ წლებზე იხედებოდა ხოლმე რამე რომ გაუკვირდებოდა.  ეს წერილი კი არც დაკარგული იყო და არც  ელფების ნაეშმაკარი.
               ''....ვიცი რომ შეუფერებელ დროს გწერ, წერილების  ქარი ხომ მხოლოდ შობის და ახალი წლის წინა ღამეს ქრის, რომ მოიტამოს ისინი შენამდე, მაგრამ მე ვიცი რომ ამ წერილს მიიღებ. ბავშვობაში მე ყოველ შობას ვამზადებდი ფიფქებიან წითელ კონვერტებს, შიგ სუფთა ფურცელს ვდებდი და როცა საშობაო ქარი ჩამოიქროლებდა ჩემს კართან, ვეუბნებოდი რომ არ მქონდა ნატვრა, რომ მოსულიყო ერთ დღესაც, როცა სუფთა ფურცელი შეივსებოდა....''
               ამას გავაგრძელებ მერე...... როგორც ყოველთვის ვერასდროს ვიცლი რომ ვწერო, ან გარემო არ მაქვს, სიჩუმე და მარტოობა– ესაა ჩემი საწერი გარემო..
 აი ამ ბლოგზე კი ზუსტად მეწყობა ხელი, მარტოც ნამდვილად ვარ და სიჩუმეცაა..... იშვიათად ვინმემ შემოიხედოს. ამის დაწერა რომ დავიწყე გავიფიქრე ვინმე რომ შემოსულიყო რა უნდა არ დამეწერა რომ არ წაეკითხა, რა უნდა დამემალა... მერე დავიკიდე, თუმცა მომავალში ვნახოთ როგორ დავიკიდე თუკი მოთხრობაში მართლა დავწერ რაც მინდა . წავედი და დროებით ბლოგის მოჩვენებებო. ისე ცოტა ხნით და იშვიათად მოვდივარ, მყუდროებასაც ვერ გირღვევთ... :)))

No comments:

Post a Comment