იპოვე რაც გაინტერესებს:

07 March 2011

შენდობის დღეს...






                  შენდობის დღეს უნდა ითხოვო პატიება და აპატიო სხვებსაც..
  არ ვაპირებდი ამ  არალიტერატურული პოსტის დაწერას, თუმცა ....
                როცა აცნობიერებ, რომ სისულელეს აკეთებ და მაინც აკეთებ, მგონი ღირს....
                ჰოდა, ახლა დასჯილი ბავშვივით ვწერ, გაბუტული საკუთარ თავზე.....
                  ბავშობაში არასდროს დაგიწერიათ პირობა, რომ ''აღარ....'' მოიტყუები, გააბრაზებ ვინმეს, გატეხავ რამეს, სცემ შენზე სუსტ ბავშვს, იტყვი ცუდ სიტყვებს, ისწავლი უკეთესად....და ასე შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ''თანახმა ხარ...''  გაგიჩუქონ სათამაშოები, აღარ წაგიყვანონ კინოში, დაგაყენონ კუთხეში, ჩაგაბარონ ''პრიუტში''.... ეს ბოლო ყველაზე შემაძრწუნებელი მუქარა ბავშვებისთვის... :D