იპოვე რაც გაინტერესებს:

26 March 2011

2023 წლის დღიურები

25.03.2020

                  უკვე თვითმფრინავში ვართ. ემი ძლივს ისვენებს ადგილზე.  პატარა ცხვირუკას ყველგან ყოფს და მგზავრებს აცინებს:
 ''-დედიკო, ჩვენ ხომ დიდ თოლიაში ვზივართ?''
''-მამიკო, ამ თოლიამ ცურვა იცის?''

                 ლუკო ლეგოს უკვეთავს სტიუარდესას - იქნებ ცოტა ხანი მოისვენო, - სიყვარულით შეჰყურებს შვილს.
-საყვარელო მომე რაა ნაუშნიკებიი.. ვაწვდი. მოახლოებულ სტიუარდესას ემი ჭყლოპინით ეგებება
- რისი ლეგო მომიტანა, მა?
- ასაწყობი ადამიანია, - ლუკო ისევ ყურში იცობს ნაუშნიკს.
არ იმჩნევს მაგრამ არასდროს ყვარებია ფრენა, მუსიკაშია მთელი არსებით. მახსოვს  პირველად რომ გაფრინდა , თან მაშინდელი თვითმფრინავები... იმასაც ვნერვიულობდი სისხლძარღვების   პრობლემა არ შეჰქმნოდა. ახლა კი სასაცილოა ამაზე ფიქრი. კიდევ კარგი წუწუნა არაა ჩემსავით.  :)
                 ვუყურებ.. თვალები დახუჭული აქვს, სავარძელზეა გადაწოლილი და ცალი ხელი ემის წელზე აქვს შემოხვეული. მიყვარს როცა მათ ერთად ვუყურებ, თითქოს მხოლოდ ჩვენ სამისაა ეს სამყარო. ფრთხილად ვიხრები და ქათქათა ყელზე ამობურცულ ცისფერ ძარღვთან ვკოცნი. ეღიმება.  მეორე ხელს მხვევს და გულში მიკრავს.
                პარიზს ვუახლოვდებით..
                ეს ემის 5 წლის იუბილეს საჩუქარი მოგზაურობაა. კიდევ ერთხელ პარიზში. ემი პირველად ნახავს დისნეილენდს. მე და ლუკო მესამედ.  ამის წინ რომ სამსახურიდან ვიყავით მივლინებით, ბავშვი ძიძას დავუტოვეთ, ისე ვნერვიულობდი, თუმცა სანდო ქალია. დაბადებიდან მასთანაა, მგონი ჩვენზე ნაკლებად  არც უყვარს.
-მამიკო, ავაწყეე პლინცესა, ნახე ლა აცვიაა!...  -ემი ლუკოს აჯანჯღარებს.
-მომეცი, აბა.. ეს რა არის?!.. ემიი....
    ლუკო მთელი ხმით ხარხარებს.. - არა, რაა.. ბავშვებს ასეთი დავალება არ უნდა მისცეე..
               გაკვირვებული ვაშტერდები, -რა ხდება?
-პრინცესას  სამი ძუძუ ააქვს....... სიცილისგან სულს ძლივს ითქვამს ლუკო.
              უკვე ყველა ჩვენ გვიყურებს. ემი გვებუტება, ვერ გაუგია რატომ დასცინის მამიკო.
-დედაა.. -საწყალი თვალებით მიყურებს.
-მოდი ჩემთან,  მამიკო ანეგდოტებს უსმენს ნაუშნიკებში. კალთაში ვისვამ,კანფეტებით ვაჩუმებ. ვარწევ და მალე ეძინება.
       პარიზს უფრო ვუახლოვდებით..













No comments:

Post a Comment