იპოვე რაც გაინტერესებს:

07 March 2011

შენდობის დღეს...






                  შენდობის დღეს უნდა ითხოვო პატიება და აპატიო სხვებსაც..
  არ ვაპირებდი ამ  არალიტერატურული პოსტის დაწერას, თუმცა ....
                როცა აცნობიერებ, რომ სისულელეს აკეთებ და მაინც აკეთებ, მგონი ღირს....
                ჰოდა, ახლა დასჯილი ბავშვივით ვწერ, გაბუტული საკუთარ თავზე.....
                  ბავშობაში არასდროს დაგიწერიათ პირობა, რომ ''აღარ....'' მოიტყუები, გააბრაზებ ვინმეს, გატეხავ რამეს, სცემ შენზე სუსტ ბავშვს, იტყვი ცუდ სიტყვებს, ისწავლი უკეთესად....და ასე შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ''თანახმა ხარ...''  გაგიჩუქონ სათამაშოები, აღარ წაგიყვანონ კინოში, დაგაყენონ კუთხეში, ჩაგაბარონ ''პრიუტში''.... ეს ბოლო ყველაზე შემაძრწუნებელი მუქარა ბავშვებისთვის... :D

                  ახლა კი დამსჯელი მხოლოდ საკუთარი სინდისის ხმაა, თან ისეთი ფართო დიაპაზონის, რომ.... არანაკლებ გთრგუნავს ვიდრე ''პრიუტი'' ბავშვობაში.... :(
                  ჰოდა, მაპატიეთ, რომ...
                  ...ასე და ამგვარად ვაპირებდი, საზოგადო პოსტი დამეწერა ამ თემაზე მაშინ როცა მხოლოდ შენ ერთს მინდა გთხოვო პატიება, რომ ჩემი ბავშვურად სულელური ქცევით გაწყენინე.
თან ისე რომ აღარ დაიჯერე ჩემი გულწრფელი ნათქვამიც კი. ახლა მკიდია ბლოგიც, პოსტიც და ყველაფერიც, ყველაც ამას რომ ნახავენ და იტყვიან რა უნდა რას ბოდიალობსო, (მეთვითონაც ასე ვიტყოდი).
           შენ  ჩემი ცხოვრების ერთადერთი უდიდესი სიყვარული ხარ....
  •  მაპატიე, რომ თავს უფლებას ვაძლევ შენთან ბავშვური ვიყო, სულელი, ცანცარა, კიკინებიანი და შტერუკა, ზუსტად ზემოთ რომაა ისეთი ეიმი.....  :(
  • მაპატიე, რომ შენ ისეთი სამყარო  ხარ ჩემთვის, სადაც ვთავისუფლდები..... :(
  • და მაპატიე, რომ ამ სამყაროში თავს მართლა ყველაფრის უფლებას ვაძლევ... :(
  • ისიც მაპატიე,  რომ მგონია როცა ვბავშვობ მაშინაც კი ხედავ ჩემში ერთგულ დასაყრდენს..... :(
      მგონია გჯერა, რომ ყვეLაზე ჭკვიანი მეUღლე გყავს ამქვეყნად, მაშინაც Kი რOცა საწინააღმდეგოდ ვიქცევი.... :(
                    მგონია მაშინაც კი გასაგები იქნება ჩემი გრძნობა,  თუკი გეტყვი რომ არ მიყვარხარ, არ მომნატრებიხარ ან არ მიფიქრია შენზე....
                   

                                            მაპატიებ?  
  


 .......და მეც გაპატიებ რომ ასე ადვილად გეწყინა ასეთი სისულელე....  :D




No comments:

Post a Comment