იპოვე რაც გაინტერესებს:

05 March 2011

ბლოგები

                მე, ახალბედა ბლოგის მწერალი, გამოცდილების ბლოგებს გავეცანი.                            
                დასკვნა კი ასეთია: თურმე იმისთვის რომ ბლოგზე წერო და შეავსო,  უნდა მოყვე ყველაფერი რაც გადაგხდენია და არ გადაგხდენია, დაწყებული იმით ბოდიში და როგორ დაცალე ნაწლავები და დამთავრებული იმით როგორ მისწვდა ამის ხმა მეზობელს და შემდეგ როგორ მოისმინე მისი არცთუ ზრდილობიანი შეფასება შენი გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემების შესახებ.

                ასევე აუცილებელი მომენტია, მოითხოვო შეგიფასონ, მაგრამ მოეწონებათ თუ არა, შენი კომენტარი იყოს უცვლელი: მოწონთ ესე იგი კარგია, არ მოწონთ და მთლად უკეთესი, რადგან რადგან ნერვები დაიგლიჯეს მის ბოლომდე წაკითხვაზე ეს თავისთავად ნიშნავს რომ საინტერესოა.
                 უნდა გამოაქვეყნო თუ როგორ არ გაგაჩნია კომპლექსები და როგორ თამამად ლაპარაკობ იმაზე თუ რა მაგარი  იყო იმ ნაშასთან/ბიჭთან გატარებული ღამე რომელიც სინამდვილეში შენი ფანტაზიის ნაყოფია ან  პორნო ჟურნალიდან შემოგყურებს.
                აუცილებელი პრინციპი:  გამოაცხადო პრეტენზიები მწერლობაზე, ჟურნალისტობაზე, მსოფლიოს თუ არა ქვეყნის ერთადერთ კრეატიულ ადამიანობაზე და რაც მთავარია ეს ყველაფერი ისე გააკეთო,  რომ ზრდილობიანად მიუთითო კრიტიკულ მკითხველს თუ როგორ დალიოს ცივი წყალი.
               


მე ვფიქრობ ამ პოსტით ზუსტად ჩავჯექი იმ სტილში, როგორიცაა ბლოგების 99%. მე "ამაყი'' ვარ :D

1 comment:

  1. გენაცვალე :))) კარგი ხარ :) გეთანხმები ყველაფერში :)

    ReplyDelete